11:12 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-04 18:31:17, 3080 ნახვა

საზოგადოება
მეუფე შიო დავით გარეჯზე - როგორც ვიცით ახალი კომისია ბევრად უფრო პრინციპულია, ვიდრე წინა, ამიტომ იმედი გვაქვს, რომ სიმართლე დადგინდება

პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი სხვა სასულიერო პირებთან ერთად დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში ჩავიდა.

მეუფე შიომ იმედი გამოთქვა, რომ საზღვრის დამდგენი ორმხრივი კომისია, რომელიც ახალი შემადგენლობით მუშაობს, წინაზე პრინციპული იქნება.

„მისი უწმინდესობის ღვაწლის ერთ-ერთი დიდი შედეგია ჩვენი სამონასტრო ცხოვრების გაცოცხლება საქართველოში და მათ შორის, დავით გარეჯში. ჩვენ ვულოცავთ მთელ საქართველოს ამ დღეს და, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ იმ ორ მონასტერზე, რომლებიც იმყოფება დავით გარეჯის მახლობლად. ეს არის უდაბნო და ჩიჩხიტური. ეს ორი სავანეა, რომლებიც ისტორიულად არის ქართული ძეგლები და ქართული სავანეები, ღირსი დავით გარეჯელის დროინდელია, მისი თანამედროვეა და მისი თანამედროვეების დაარსებულია. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ იქ ვერ ავდივართ, ვერ ვლოცულობთ და ვერ ვწირავთ“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

როგორც მეუფე იმედოვნებს, დავით გარეჯის საკითხზე სიმართლე დადგინდება.

„დღეს ჩვენ ვევედრეთ ღირს მამა დავითს, რომ ეს ვითარება სულ მალე შეიცვალოს. თქვენ იცით, რომ მუშაობს ორმხრივი კომისია, ახალი კომისია. როგორც ვიცით და იმედი გვაქვს, ეს კომისია ბევრად უფრო პრინციპულია, ვიდრე წინა პერიოდში იყო, ამიტომ იმედი გვაქვს, რომ დადგინდება ეს სიმართლე და სულ ცოტა ხანში შევძლებთ იქ წირვა-ლოცვის ჩატარებას. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ძმობაც შენარჩუნდება, რომელიც გვაქვს აზერბაიჯანთან და ამასთან ერთად, ეს სიმართლეც დადგინდება და კომისიის მუშაობა კეთილად წარიმართება“, - განაცხადა მეუფე შიომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
26 მაისს მერია რამდენიმე ქუჩას კეტავს
პუტინმა სი ძინპინთან ვიწრო ფორმატში გამართულ მოლაპარაკებებს მნიშვნელოვანი უწოდა
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
პატიმრებისა და პრობაციონერების ჯამური მაჩვენებლით 2025 წელს საქართველო ევროპაში პირველ ადგილს იკავებდა - რეჟიმის პირობებში 2026 წელს მონაცემები დრამატულად იზრდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics