11:13 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-04 13:41:20, 1172 ნახვა

საზოგადოება
ბულგარეთის რესპუბლიკამ საქართველოს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა

ბულგარეთის რესპუბლიკამ საქართველოს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა. 400 სპეციალური კომბინიზონი, ამდენივე სახის ფარი და სათვალე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პირადად ბულგარეთის ელჩმა საქართველოში, დესისლავა ივანოვამ გადასცა. დიპლომატის თქმით, ეს არის როგორც პოლიტიკური ასევე პრაქტიკული ნაბიჯი და აღნიშნული ორი ქვეყნის მჭიდრო პარტნიორობას უსვამს ხაზს. ჰუმანიტარული დახმარება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა ჩაიბარა.

“როგორც ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ძალიან მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი და შესაძლებლობა ეს ჰუმანიტარული დახმარება გადავცე საქართველოს. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ შეძლო დღეს აქ ყოფნა, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა. ეს არის როგორც პოლიტიკური ასევე პრაქტიკული ნაბიჯი. აღნიშნული აჩვენებს რომ მსგავსი გამოწვევების დროს ჩვენ ერთად ვდგავართ. ეს არის  ბულგარეთის რესპუბლიკის კონტრიბუცია ევროკავშირის ფართო ინიციატივაში „ევროპის გუნდი“, რათა მხარი დაუჭირონ  პარტნიორ ქვეყნებს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში და მის შედეგებთან გამკლავებაში”, - აღნიშნა დესისლავა ივანოვამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
26 მაისს მერია რამდენიმე ქუჩას კეტავს
პუტინმა სი ძინპინთან ვიწრო ფორმატში გამართულ მოლაპარაკებებს მნიშვნელოვანი უწოდა
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
პატიმრებისა და პრობაციონერების ჯამური მაჩვენებლით 2025 წელს საქართველო ევროპაში პირველ ადგილს იკავებდა - რეჟიმის პირობებში 2026 წელს მონაცემები დრამატულად იზრდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics