|
2020-06-04 10:57:14, 1222 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი სოფელ ნახიდურში კარტოფილის სადისტრიბუციო პუნქტში იმყოფებოდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად, სოფელ ნახიდურში კარტოფილის სადისტრიბუციო პუნქტში იმყოფებოდა. სადისტრიბუციო პუნქტი ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში კარტოფილის უსაფრთხო და შეუფერხებელი ექსპორტის უზრუნველყოფის მიზნით გაიხსნა. სადისტრიბუციო პუნქტში გადამზიდი მანქანების უცხო ქვეყნის მოქალაქე მძღოლები პროდუქტის რეალიზაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის აღებას ადგილზე, „ერთი ფანჯრის“ პრინციპით შეძლებენ. „წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში კარტოფილის საპროგნოზო მოსავლის რაოდენობა 35 000 ტონაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებმა მოსავლის აღება, ჩაბარება და რეალიზაცია შეუფერხებლად შეძლონ. სადისტრიბუციო პუნქტის გასახსნელად შევარჩიეთ სოფელი ნახიდური, რადგან ლოგისტიკის თვალსაზრისით მისაღებია მიმდებარე სოფლებისთვის. აქ განთავსდება მანქანები, რომლებიც საექსპორტო პროდუქციით დაიტვირთება. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, უცხო ქვეყნის მოქალაქე მძღოლების ნაკვეთებსა და ბაღებში მოძრაობა შევზღუდოთ. საექსპორტო პროდუქციაზე ყველა დოკუმენტი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით გაიცემა. მანქანების გადაადგილება გაკონტროლდება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)