2020-06-03 21:14:03, 2845 ნახვა
სამართალი
თბილისში, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან სავარაუდოდ, სროლა იყო
ბაგებში, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან სავარაუდოდ, სროლა იყო. ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.
დაშავებულების შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,