|
2020-06-03 11:25:35, 4224 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი: ჯარისთვის ყველაფერს საუკეთესოს ვაკეთებთ
ჯარისკაცებზე ზრუნვა ფართომასშტაბიან კომპლექსურ მიდგომას ეფუძნება, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ ჯარისკაცზე ზრუნვა მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისი განცხადებით, მაქსიმალური ყურადღება საჭიროა რეალური ქმედებით და არა ლამაზი საუბრით: „ჯარისკაცს, ჯარს აინტერესებს რეალური ქმედება, ის, თუ რას გააკეთებს მინისტრი. პირველი, რაც მე დავისახე და სულ რაღაც ერთ თვეში ჩემი ხედვა ჩამომიყალიბდა, გავაცანი ჯარს და თავდაცვის ძალებს. პირველი, ეს იყო სოციალური მიმართულება - დავიწყეთ ხელფასების მატებით, ძალიან კარგი სადაზღვევო პაკეტი გავუკეთეთ ჯარს, რომელიც იყო პრობლემა და გამოწვევა ჩვენი ჯარისთვის“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. თავდაცვის მინისტრის განმარტებით, უწყებაში წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების მოგვარება დაწყებულია და სამხედრო ბაზებზე ფართომასშტაბიანი, კომპლექსური ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს. „მიზნად დავისახე, სრულად მიმეხედა ინფრასტრუქტურისთვის. 250 ობიექტის სრული გადაიარაღება ხდება. ყველა ყაზარმა წლის ბოლომდე იქნება დასრულებული. თამასა მაქსიმალურად ავწიე და ვუთხარი დავალება ჩვენს გუნდს, რომ ჯარისთვის ყველაფერს საუკეთესოს ვაკეთებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)