|
2020-06-01 11:18:41, 1788 ნახვა
საზოგადოება
„თიბისიმ“ სტუდია „ილუსტრატორთან" ერთად, საბავშვო აქტივობების ნაკრები - „მხიარული თავგადასავლების მუზეუმი" შექმნა
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, „თიბისიმ“ საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობის ფარგლებში, საბავშვო აქტივობების ნაკრები - „მხიარული თავგადასავლების მუზეუმი" - შექმნა. შემეცნებით-გასართობ პროექტზე, რომლის მიზანიც ახალი თაობისთვის მუზეუმის სივრცეში დაცული კულტურული მემკვიდრეობის თანამედროვე გზით გაცნობაა, სტუდია „ილუსტრატორმა" და ილუსტრატორებმა - თათია ნადარეიშვილმა და ეკა ტაბლიაშვილმა იმუშავეს. ნაკრები რამდენიმე შემოქმედებით სავარჯიშოს აერთიანებს, რომლებიც თემატურად მუზეუმში დაცულ ისეთ კოლექციებს, ექსპონატებსა და ისტორიებს უკავშირდება, როგორებიცაა: სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში წარმოდგენილი ბიომრავალფეროვნების გამოფენა, სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში გამოფენილი ხალიჩა და ფარდაგი; შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილი დავით კაკაბაძისა და ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები; მითი არგონავტების შესახებ და სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში დაცული მძივი ავგაროზი. თითოეული აქტივობა პატარებს სთავაზობს სხვადასხვა ტექნიკას: ხატვას, ძერწვას, სტენსილს, ქსოვასა და ქაღალდით სამგანზომილებიანი წიგნის შექმნას. ნაკრები აერთიანებს ვიდეო, ფოტო და ტექსტუალურ ინსტრუქციებს, რომლებიც დაწვრილებით უხსნის პატარა ავტორებსა და მათ მშობლებს - როგორ შექმნან საკუთარი ნამუშევარი და რა მასალაა ამისათვის საჭირო. ასევე, ყოველ დავალებას თან ახლავს ბავშვებისთვის ადაპტირებული, შემეცნებითი ტექსტები, რომელთა შექმნაში ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო განყოფილება იყო ჩართული. „მხიარული თავგადასავლების მუზეუმი" თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და ის კომპანიისათვის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა და კულტურული მემკვიდრეობა. ვიდეო-ტუტორიალი და ნაკრების გადმოსაწერი ბმული ნახეთ აქ - მხიარული თავგადასავლების მუზეუმი.
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)