|
2020-05-30 15:50:18, 1669 ნახვა
სამართალი
„ევროაქტივი“ - ლუგარის ლაბორატორია დეზინფორმაციული შეტევების სამიზნე გახდა
„ევროაქტივი“ ავრცელებს ინფორმაციას მორიგი ფეიქნიუსის შესახებ, რომლის სამიზნეც საქართველო გახდა. დეზინფორმაციის თანახმად, საქართველოშ არსებული ლაბორატორია კოვიდ-19-ს ავრცელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დისკუსიას მართავენ ჩინეთთან, პარასკევს 29 მაისს, რადგან ქვეყანამ გადაწყვიტა კვლავ რუსეთს დაუჭიროს მხარი და დაეთანხმოს იმ დებულებას, რომ ვაშინგტონი საქართველოს და სხვა პოსტსაბჭთა ქვეყნების დახმარებით, ბიოლოგიურ იარაღს ავრცელებს. ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ რომ თბილისი ცდილობს კორონავირუსი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაავრცელოს. საქართველოში არსებული რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორია, რომელიც თბილისში აშშ-ს დახმარებით აშენდა პირველად არ ხდება დეზინფორმაციული შეტევების სამიზნე. საქართველოსთვის ეს თემა საკმაოდ სენსიტიურია, რადგან სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ამერიკის რესპუბლიკის სენატორის, რიჩარდ ლუგარის სახელობისაა საკმაოდ დიდი როლი ითამაშა ქვეყნის კორონავირუსთან ბრძოლაში.
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)