|
2020-05-30 13:11:13, 1333 ნახვა
საზოგადოება
პროფესიული განათლების როლი პანდემიის შემდგომ პერიოდში და ღია დიალოგი კერძო სექტორთან
ევროპული ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტაშვილმა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ღია დიალოგის ფორმატში ონლაინ შეხვედრა „პროფესიული განათლება ბიზნესისთვის კოვიდ-19-ს შემდეგ” გამართა. შეხვედრა დაეთმო ადამიანური რესურსების კუთხით ბიზნესის საჭიროებებისა და სამინისტროს მხრიდან გადასადგმელი ნაბიჯების განხილვას. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება იმ გამოწვევებსა და საჭიროებებზე გამახვილდა, რომლის წინაშეც კერძო სექტორი აღმოჩნდა პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში. შეხვედრის მიმდინარეობისას, ბიზნესის წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს მიმდინარე პერიოდში გამოვლენილ საჭიროებებზე, ხოლო მინისტრის მოადგილემ პროფესიული განათლების ის მექანიზმები მიმოიხილა, რომელთა მორგებაც ეფექტური იქნება აღნიშნულ გამოწვევებთან გასამკლავებლად - ადამიანური რესურსის მომზადება-გადამზადებისა და ტრენინგების მიმართულებით ბიზნესის მოკლევადიანი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით. მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული ღია დიალოგის ფორმატის ლოგიკური გაგრძელების უზრუნველსაყოფად, მომდევნო ორი თვის განმავლობაში სამინისტრო ინტენსიურ რეჟიმში დაიწყებს კამპანიას ბიზნეს სექტორთან და დარგობრივ ასოციაციებთან გამოწვევებისა და სამუშაო ძალის გადამზადების საჭიროებების იდენტიფიკაციის მიზნით. თამარ ქიტიაშვილთან შეხვედრას ეროპული ასოციაციის წევრი კომპანიების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ სხვადასხვა სექტორიდან და მონაწილე ბიზნესის/სექტორული ასოციაციების მოწვეული წარმომადგენლები: ტურიზმის და გასტრონომიის აკადემია, ლე-როშეს წარმომადგენელი საქართველოში,“შუხმან ვაინს ჯორჯია”, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია, საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების ასოციაცია, თეგეტა აკადემია, კომპანია “აჭარა ტექსტილე”, საქართველოს ლოგისტიკის ასოციაცია, საქართველოს ელექტრონული კომერციის ასოციაცია, საქართველოს ტურიზმის ასოციაცია, კომპანია “SafCo”.
2026 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის რაოდენობა შემცირდა, ასევე შემცირდა დასაქმების დონეც
ევროკავშირი კრემლთან მოლაპარაკებებში შუამავლად ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, მარიო დრაგის განიხილავს
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
BOG-ის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)