01:13 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-24 17:49:09, 479 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში „ალიანტე 2015-ის“ გამარჯვებულ ახალგაზრდებს უმასპინძლეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საერთაშორისო კონკურს „ალიანტე 2015-ის“ გამარჯვებულ ახალგაზრდებს უმასპინძლეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების კონკურსანტებმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და უსაფრთხოების გამოწვევებს გაეცნენ.

წარმატებულ ახალგაზრდებს ათი დღის განმავლობაში საქართველოს ისტორიული ქალაქებისა და ძეგლების მონახულების შესაძლებლობა ჰქონდათ. დაათვალიერეს სამხედრო ბაზები და შეხვდნენ ქვეყნის სხვადასხვა პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერებს.

საერთაშორისო კონკურსი „ალიანტე“ 15 წელია იმართება. ეს არის ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან 15-დან 19-წლამდე ახალგაზრდებისაგან შემდგარი 2-წევრიანი გუნდების კონკურსი, რომლის მიზანი ახალგაზრდებში უსაფრთხოების საკითხების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაა, პროექტი ასევე ითვალისწინებს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics