|
2020-05-29 16:57:58, 4328 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის უწყება - პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიასაშუალებები, განაგრძობენ ცრუ ინფორმაციების გავრცელებას, ქართული ჯარის წინააღმდეგ
პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიასაშუალებები, ტელეკომპანია „მთავარი“ და მასთან დაკავშირებული საინფორმაციო სააგენტოები, განაგრძობენ ცრუ და სახელმწიფოს დამაზიანებელი ინფორმაციების გავრცელებას, რომელიც მიმართულია სახელმწიფოს მთავარი საყრდენის, ქართული ჯარის წინააღმდეგ, - აღნიშნული ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" თავდაცვის უწყებიდან აცნობეს, როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, კონკრეტული ოპოზიციური, რევანშისტული პარტიების მართული მედიასაშუალებების მიერ ამჯერად გავრცელდა ინფორმაცია ჯარის გაუყინავი, ქართული, დარბილებული ღორის ხორცით მომარაგებასთან დაკავშირებით და თითქოს თავდაცვის სამინისტრო ყიდულობს იმ კომპანიისგან, რომლის ერთ-ერთი მეწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეა. "აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს მიზანმიმართულ დეზინფორმაციას და ცდილობს დამატებითი წვლილი შეიტანოს იმ ორკესტრირებულ მადისკრედიტირებელ კამპანიაში, რაც ბოლო პერიოდში თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების მიმართ ხორციელდება მიმდინარე წარმატებული რეფორმებისა და სიახლეების საპასუხოდ. აღნიშნული ქმედება ქართული ჯარის წინააღმდეგ ატარებს მკვეთრად ანტისახელმწიფოებრივ ხასიათს და ამაოდ ცდილობს, შეარყიოს ის დიდი საზოგადოებრივი ნდობა ჯარის ინსტიტუტის მიმართ, რაც ბოლოს კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევით, სადაც მას მოსახლეობის 87% ყველაზე მეტად ენდობა. საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ ესა თუ ის სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და მათ მიერ დადგენილი წესებითა და პროცედურებით და თავდაცვის სამინისტრო ამ პროცესში ჩართულია მხოლოდ სატენდერო პირობების დადგენის ფარგლებში. აქვე მოგახსენებთ, რომ თავის მხრივ შესყიდვების სააგენტო მოქმედებს იგივე კანონმდებლობით, რითაც ხელმძღვანელობდა წინა ხელისუფლება ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების შემთხვევაში. სწორედ, აღნიშნული პროცედურების სრული დაცვით გაიმარჯვა მოცემულმა კონკრეტულმა კომპანიამ სახელმწიფო ტენდერში, რომლის მეწილეებიდან ერთ-ერთი, გახლავთ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ტენდერში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, როგორც რეზიდენტ, ასევე არარეზიდენტ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს. აქედან გამომდინარე, ორმაგი მოქალაქეობის არსებობა ვერ იქნება ტენდერში მონაწილეობისთვის დამაბრკოლებელი გარემოება. შესაბამისად, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ აღნიშნული მედია კამპანია მიმართულია თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე პოზიტიური ცვლილებების წინააღმდეგ. რაც შეეხება სპეკულაციებს უშუალოდ პროდუქციაზე, აღნიშნული ნედლი ღორის ხორცი წარმოებულია საქართველოში და არის უსაფრთხო. ამავდროულად, თავდაცვის სამინისტროს, მინისტრის უშუალო მითითებით, გამკაცრებული აქვს სამხედროებისთვის განკუთვნილი ყველა პროდუქციის, მათ შორის ხორცის, ხარისხის კონტროლი და შემოწმება. ბოლოს გვინდა განვმარტოთ, რომ თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი მომავალშიც გააგრძელებს, როგორც გარე პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას, ასევე ქვეყნის შიგნით მოქმედი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური სუბიექტების ტყუილში მხილებას და საზოგადოების ჯეროვან ინფორმირებას", - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)