|
2020-05-29 14:00:32, 1129 ნახვა
საზოგადოება
ეტაპობრივი გახსნის შედეგად თბილისში 31 სანოტარო ბიურო ამოქმედდა
20 მაისს სანოტარო ბიუროების გახსნა და მათი ჩვეულ სამუშაო რეჟიმში ეტაპობრივად დაბრუნება თბილისით დაიწყო და კვლავაც გრძელდება. სანოტარო ბიუროების ინპექტირებისა და შესაბამის ნოტარიუსებთან სამუშაო შეხვედრების გამართვის შედეგად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დღეისათვის თბილისში 31 სანოტარო ბიუროზე უკვე გასცა მუშაობის განახლების ნებართვა კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამოქმედებული სანოტარო ბიუროების სია იხილეთ ბმულზე: https://www.my.gov.ge/ka-ge/services/10/notary-service-without-reservation რაც შეეხება დროებით სანოტარო ბიუროებს, ისინი my.gov.ge-ის მოქალაქის პორტალზე ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით მუშაობას იმ დრომდე გააგრძელებენ, სანამ იმდენი სანოტარო ბიურო არ იქნება აღდგენილი, რამდენიც მოქალაქეებისათვის მომსახურების სათანადო ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს რეგიონებში სანოტარო ბიუროების გახსნის მიზნით, რის შესახებაც დამატებით ეცნობება საზოგადოებას. რეგიონის ნოტარიუსებისთვის შედარებით შეღავათიანი პირობები იქნება გათვალისწინებული. თბილისში, სანოტარო ბიუროების მუშაობის გასაახლებლად, აუცილებელია, სამუშაო სივრცე იძლეოდეს საშუალებას, სრულად იქნეს დაცული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, კორონავირუსთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, რათა საფრთხე არ შეექმნას სერვისის მისაღებად მისული მოქალაქეებისა და ნოტარიუსების ჯანმრთელობას. იმისათვის, რომ თბილისში სანოტარო ბიურომ ჩვეულ რეჟიმში მუშაობის უფლება მოიპოვოს, ნოტარიუსმა იუსტიციის სამინისტროს უნდა წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია იმის შესახებ, რომ მათი ბიურო აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: - ბიუროს საერთო ფართობი არის არანაკლებ 30 კვ. მეტრისა; - სანოტარო ბიურო ან მისი ნაწილი არ მდებარეობს შენობის ნულოვანი ნიშნულის ქვევით; - ნოტარიუსის სამუშაო ოთახი გამოყოფილია სხვა ოთახებისაგან და აქვს ფანჯარა; - მოქალაქეთა მისაღები ან მოქალაქეთა მოსაცდელი სივრცის ფართობი არის არანაკლებ 15 კვ. მეტრისა და აქვს ფანჯარა, ხოლო თუ მოქალაქეთა მისაღები ან მოქალაქეთა მოსაცდელი სივრცე, ამავე დროს, ნოტარიუსის თანაშემწის სამუშაო ოთახია, მისი ფართობი არის არანაკლებ 20კვ. მეტრისა; - მოქალაქის მოსაცდელად განკუთვნილი ოთახის მოპირდაპირე კედლებს შორის მანძილი არის არანაკლებ 3 მეტრისა იმ სანოტარო ბიუროებში, სადაც თარჯიმანიც მუშაობს, მისთვის ცალკე ოთახია გამოყოფილი, სანოტარო ბიუროს საერთო ფართი კი არ არის 40 კვ. მეტრზე ნაკლები. იმ შემთხვევაში კი, თუკი ბიუროში ერთდროულად ნოტარიუსის ორზე მეტი თანამშრომელია (თანაშემწე, თარჯიმანი ან სხვა), სანოტარო ბიუროს საერთო ფართობი არის არანაკლებ 50 კვ. მეტრისა. შესაბამისი დოკუმენტაციის (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, აზომვითი ნახაზი) სრულყოფილად წარდგენის შემდეგ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გასცემს ნებართვას ნოტარიუსზე სანოტარო ბიუროს გახსნის შესახებ. ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისას, იუსტიციის სამინისტრო ასევე იღებს მხედველობაში საქართველოში არსებული ყველა სანოტარო ბიუროს ინსპექტირების შედეგებს, რომლებიც მიმდინარე წლის აპრილ-მაისში ჩატარდა. ინსპექტირების ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ვიზიტი განხორციელდა 240-ზე მეტ სანოტარო ბიუროში, მოხდა ოთახების აღწერა და დასურათება. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობის 23 მარტის დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა სანოტარო ბიურო მიმდინარე წლის 30 მარტიდან დაიხურა, თუმცა, იმისათვის, რომ აუცილებლობის შემთხვევაში მოქალაქეებს შესძლებოდათ სანოტარო სერვისის მიღება, 1-ლი აპრილიდან თბილისსა და რეგიონებში მოეწყო დროებითი სანოტარო ბიუროები. საქართველოს მასშტაბით, თბილისსა და რეგიონებში, სულ 14 დროებითი სანოტარო ბიუროა; 20 მაისიდან კი, საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვების შერბილების კვალდაკვალ, დროებითი სანოტარო ბიუროების პარალელურად, სანოტარო ბიუროები ფუნქციონირებას ეტაპობრივად, ჩვეულ რეჟიმში ანახლებენ.
2026 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის რაოდენობა შემცირდა, ასევე შემცირდა დასაქმების დონეც
ევროკავშირი კრემლთან მოლაპარაკებებში შუამავლად ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, მარიო დრაგის განიხილავს
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
BOG-ის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)