23:35 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-28 14:06:03, 1117 ნახვა

კომენტარი
მეუფე იაკობი სახელმწიფოს გადაცემულ ტყეებზე - პასუხი ვისზეც გაქვთ მოსათხოვი, იმას მოთხოვეთ

პასუხი ვისზეც გაქვთ მოსათხოვი, იმას მოთხოვეთ, თუ შეიძლება ვიღაც უცხოეთიდან ჩამოსულს, შაჰ აბასის შვილთაშვილებს მიყიდოთ, რატომ არ შეიძლება ეკლესიას ჰქონდეს - ამის შესახებ, ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ჟურნალისტების განუცხადა, კითხვაზე - სჭირდება თუ არა ეკლესიას ტყე.

მან ასევე აღნიშნა, რომ თუ საჭირო იქნება, ეკლესია ტყეს სახელმწიფოს უკან დაუბრუნებს.

 „ოღონდ ჩვენი მხარე არ დაიჭიროთ და ჯალალედინი რომ მოვიდეს, ანგრევდეს ეკლესიას, ჩვენ ვიქნებით ცუდი და ჯალალედინი იქნება კარგი. მიწებზე რომ ატყდა ერთი ამბავი, ტყეების გადაცემაზე, მერაბიშვილი რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მესხეთ-ჯავახეთში ტყე დატოვა? აბა, ჩადით ბორჯომში და მანახეთ თუ არის ის პირველადი ტყეები. იქ დაბადებული არ ვარ, თორემ იქაც ვიზრდებოდი. ბორჯომში ფიჭვი და ნაძვი აღარ დატოვეს. მარტო რუსებმა გააფუჭეს რომ დაწვეს? უარესი აოხრება მაგან გააკეთა პირადად, მაგ ლობირებდა. ყველაფერი გინდათ მალაპარაკოთ? როდესაც ჩინელებს 49 წლით გადასცეს, პროტესტის გრძნობა გქონდათ? რა მოიგო საქართველომ? ვიღაც ჩინოვნიკების ჯიბეში წავიდა. ძველად იყო შევარდნაძის დროს მხედრიონი და პოლიცია კურირებდა ხე-ტყეს. სააკაშვილის დროს ბატონი მერაბიშვილი.

 პასუხი ვისზეც გაქვთ მოსათხოვი, იმას მოთხოვეთ. ეკლესიამ ვის რა მისცა, ვის რა მიყიდა თავისი? მიიღეს ტყის მართვის კანონი და იმ ტყის კანონში არის ეკლესიაზე მუხლი. თუ შეიძლება ვიღაც უცხოეთიდან ჩამოსულს, შაჰ აბასის შვილთაშვილებს მიყიდოთ, რატომ არ შეიძლება ეკლესიას ჰქონდეს? ჩვენ მზად ვართ ყოველთვის, თუ საჭირო იქნება, სახელმწიფოს დავუბრუნოთ. ამერიკაში ან ევროკავშირის ქვეყნებში რომ ასეთი კითხვა დაგესვათ, ვინმე პასუხის ღირსად გაგხდიდათ? კანონი კანონია. თუ არ მოგწონთ, ვინც მიიღო იმას მოკითხეთ. ჩვენ კანონის აღსრულებაზე ვართ“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics