|
2015-01-27 16:32:40, 2280 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი ბანკმა Android-ის მომხმარებლებს მობაილ ბანკის განახლებული აპლიკაცია შესთავაზა
თიბისი ბანკმა Android-ის მომხმარებლებს მობაილ ბანკის განახლებული აპლიკაცია შესთავაზა. 20 იანვრიდან თიბისი ბანკის მომხმარებლებს, რომლებიც Android-ის ტელეფონებს იყენებენ, განახლებული დიზაინის და ფუნქციონალის მობაილბანკის აპლიკაციით სარგებლობა შეუძლიათ. მობაილბანკის განახლებული აპლიკაციით სარგებლობა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიულ პირებისთვის არის ხელმისაწვდომი. აპლიკაციაში შესვლა მნიშვნელოვნად გამარტივებულია და შესაძლებელია 5-ნიშნა კოდის გამოყენებით. მობაილბანკის სრულად შეცვლილ დიზაინთან ერთად, რომელიც Android-ის დიზაინის უახლეს სტანდარტებს შეესაბამება, განახლებულია ფუნქციებიც: საბიუჯეტო გადარიცხვები, პირადი ფინანსების მართვა, ჯარიმების გადახდა, გამარტივებული გადარიცხვები და მობილურის ბალანსის შევსება. Android ტელეფონებისთვის განკუთვნილ ახალ მობაილბანკის აპლიკაციას ასევე გაუმჯობესებული აქვს Google Map-ზე ბანკის ფილიალებისა და ბანკომატების ძებნის ფუნქციაც. მობაილბანკის განახლებული Android აპლიკაცია ახალი სახელით TBC Bank უკვე ხელმისაწვდომია Play Store-ზე. მისი გადმოწერა ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია. თიბისი ბანკის მობაილბანკით დღეისათვის 60.000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს, საიდანაც 47 % Android აპლიკაციის მომხმარებელია. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ბმულს: http://bit.ly/1xHL7AS
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)