20:21 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-27 14:21:34, 1155 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე პრემიერს - კოვიდ ფონდში არსებული ფულით შეგიძლიათ 433 ათას თვითდასაქმებულს დაეხმაროთ, რატომ არ აკეთებთ ამას?

კოვიდ ფონში შემოსული ფულით, შეგიძლიათ მისცეთ 443 ათასს თვითდასაქმებულს 300 ლარიანი დახმარება, რატომ არ აკეთებთ ამას? - ასე მიმართა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ფული, რომელიც ახლა არის სტოპკოვ ფონდში, ახლავე უნდა დაიხარჯოს.

„წერილი მოგწერეთ და მაინტერესებდა, კოვიდ ფონდის ხარჯვის შესახებ, რატომ არის ეს ფონდი გაუმჭვირვალე, 133 მილიონი ლარი არის ამ ფონდში აკუმულირებული, მაგრამ თურმე, ეს ფონდი ყოფილა სარეზერვო, ბატონ ბიძინას მადლობა გადაუხადეთ და ამას გამოიყენებთ, მერე კი, მაგრამ სარეზერვოდ გამოიყენეთ ის ფული, რომელიც მერე შემოვა და ეს ფული, რომელიც დევს დახარჯეთ ახლა, თქვენივე არასწორი სქემით, ეს ფული რომ გამოიყენოთ 443 ათასს თვითდასაქმებულს შეგიძლიათ მისცეთ 300 ლარიანი დახმარება. რატომ არ აკეთებთ ამას, ალბათ იმიტომ, რომ რადგან იქ ივანიშვილის ფული დევს, ელოდებით მისგან ნებართვას, შეიძლება ისეთი უცნაურობა განმეორდეს, რაც მოხდა წინა პერიოდში, როდესაც ივანიშვილმა 80 მილიონი გაიღო მხარდაჭერისთვის, როდესაც მოხდა სტიქია, თუმცა მერე მოვიდა ხელისუფლებაში და ეს 80 მილიონი უკან წაიღო“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics