|
2020-05-27 12:40:51, 1204 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - არანაირი დახურული თემები ჩვენთვის არ არსებობს, მზად ვართ ვუპასუხოთ დასმულ კითხვებს
არანაირი დახურული თემები ჩვენთვის არ არსებობს, მზად ვართ ვუპასუხოთ დასმულ კითხვებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობა უპასუხებს ყველა კითხვას, რომელიც დასმულია პანდემიასთან დაკავშირებით. პრემიერის თქმით, „ზუსტად 102 წლის წინ საფუძველი ჩაეყარა პირველ ეროვნულ პარლამენტს. შესაბამისად, დღეს პარლამენტის ფუნქცია ქვეყანაში, მის განვითარებაში, მის ყოველდღიურ ცხოვრებაში, საპარალამენტო კონტროლის ჩათვლით, არის უაღრესად მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ის ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომელიც გვაკისრია ჩვენი მოქალაქეების და ასევე პარლამენტის წინაშე, შეუძლებელი იყო რომ ეს პასუხისმგებლობა და ის კითხვები, რომელიც დაგროვდა საზოგადოებაში, არ მოვსულიყავით და სწორედ ამ ტრიბუნიდან არ გაგვეცა პასუხი. დღეს ამ კითხვების ძირითადი ნაწილი იქნება და დღეს ყველაზე აქტუალური რაც ჩვენს მოქალაქეებს აღელვებს, არის გლობალური პანდემია, მიუხედავად იმისა, რომ აქ ითქვა, რომ კითხვები შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა სფეროდან ჩვენი სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური ცხოვრებიდან. ჩვენ პირველ რიგში, მზად ვართ რომ ვისაუბროთ ამ თემაზე, შევიდეთ ნებისმიერ დისკუსიაში, პასუხები გავცეთ ამ თემას, თუმცა არანაირი დახურული თემები ჩვენთვის არ არსებობს. რაც შეეხება, აქ კომენტარებს ორი საათი არ გალოდინებთ, თუმცა არც პარლამენტის რეგლამენტის დარღვევას არ ვაპირებ და ვფიქრობ, რომ ძალიან მალე გიპასუხებთ იმ კითხვაზე, რაც იქნება დასმული", - განაცხადა პრემიერმა.
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)