2020-05-27 11:57:49, 1189 ნახვა
საზოგადოება
მოძრაობა „შეცვალეს“ აქცია პარლამენტთან - აქტივისტებმა წითელი საღებავით ხელები გამოსახეს
პარლამენტთან მოძრაობა „შეცვალეს“ აქცია მიმდინარეობს. აქტივისტებმა საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან წითელი საღებავებით ხელები გამოსახეს.
აქტივისტების განმარტებით, აღნიშნული „სისხლიანი ხელების სიმბოლოა“, ამასთანავე, აქციიის მიზანია, პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარლამენტში შესვლამდე, გიორგი გახარიას შეახსენონ, 2019 წლის 20 ივნისი.
შეგახსენებთ, დღეს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კოვიდ19-ის პრევენციისთვის მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე საქართველოს პარლამენტში ანგარიშს წარადგენს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან