2020-05-27 11:20:25, 1086 ნახვა
საზოგადოება
8 ივნისიდან ყველა სახის რესტორანი გაიხსნება
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პირველი ივნისიდან გაიხსნება მხოლოდ ღია რესტორნები.
მისივე თქმით, რვა ივნისიდან ყველა სახის რესტორანი დაიწყებს კვლავ მუშაობას.
"პირველი ივნისიდან ღია სივრცის მქონე რესტორნები, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რესტორნები მხოლოდ ღია სივრცეში, გაიხსნება.
8 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურეობა რესტორნებში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან