|
2020-05-26 13:46:14, 1113 ნახვა
საზოგადოება
მე-12 საუკუნის ოთხთავს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში რესტავრაცია უტარდება
მე-12 საუკუნის ოთხთავს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში რესტავრაცია უტარდება იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივი“ ლახამულის ოთხთავის რესტავრაციას იწყებს. სოფელ ლახამულის რამდენიმე წარმომადგენელთან ეროვნულმა არქივმა მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმა, რომლის თანახმად, უნიკალური ხელნაწერი არქივში რესტავრაციისთვის 18 თვეს დაჰყოფს და ამ დროის შემდეგ სრულად რესტავრირებული სიწმინდე კვლავ სოფელს დაუბრუნდება. სამუშაოებს საქართველოს ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიის რესტავრატორები შეასრულებენ, რომლებიც არა მარტო პროფესიონალიზმით, არამედ მაღალი სანდოობითაც გამოირჩევიან. ლაბორატორია 1942-43 წლებში დაარსდა, უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში კი, იუსტიციის სამინისტროს ხელშეწყობით, თანამედროვე ევროპული სტანდარტის სარესტავრაციო ცენტრად ჩამოყალიბდა. სწორედ ეროვნული არქივის რესტავრატორებმა იმუშავეს ისეთ ძეგლებზე, როგორიცაა: ანჩის სახარება, დავით აღმაშენებლის ანდერძი, არაერთი სხვა, ქართული კულტურისათვის უმნიშვნელოვანესი ისტორიული საბუთი და ხელნაწერი. რესტავრაციის პერიოდში მოხდება ლახამულის ოთხთავის დეზინფექცია, მშრალი და სველი წესით დამუშავება, შეკეთება თანამედროვე მასალის გამოყენებით. ყველა ის ტექნიკური საშუალება, რაც დოკუმენტების რესტავრაციისას გამოიყენება, აპრობირებულია საერთაშორისო სტანდარტებით, იცავს დოკუმენტს და ზრდის მისი შენახვის ხანგრძლივობას. იმ 18 თვის განმავლობაში, რომელიც ოთხთავის რესტავრაციას სჭირდება, ლახამულელებს და მეზობელი თემების წარმომადგენლებს ექნებათ საშუალება, მათთვის სასურველ დროს ეწვიონ არქივს და დააკვირდნენ რესტავრაციის პროცესს. ლახამულის ოთხთავი მე-12 საუკუნის ძეგლია და მას დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ოთხთავების გიორგი მთაწმინდელისეული რედაქციის შესწავლისათვის. ამ ხელნაწერს არაერთი მინაწერი ახლავს, რომლებიც უძვირფასეს ცნობებს გვაწვდის აფაქიძეთა ფეოდალური სახლის შესახებ. ეტრატის ფურცლებზე შესრულებულია 3 მინაწერი დოკუმენტი, რომლებიც მე-15 საუკუნეს მიეკუთვნება და შეიცავს ცნობებს ლახამულის ხევის სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი და რელიგიური ყოფის შესახებ.
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
გერმანიის ელჩი: საქართველო ევროპული ინტეგრაციის საპირისპირო მიმართულებით მიდის
2026 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის რაოდენობა შემცირდა, ასევე შემცირდა დასაქმების დონეც
ევროკავშირი კრემლთან მოლაპარაკებებში შუამავლად ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, მარიო დრაგის განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)