06:11 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-26 13:26:39, 4903 ნახვა

მსოფლიო
გოცირიძე - აუდიტის ანგარიშში მოყვანილი ფაქტები შესასწავლად პროკურატურას უნდა გადაეცეს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე გამოეხმაურა სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, სადაც საუბარია იმაზე, რომ 2019 წელს 243 მლნ ლარის ოდენობის საგარეო ვალით დაფინანსებული 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით, ანუ არ შესრულდა.

გოცირიძის თქმით, შესაძლოა საქმე გვქონდეს კორუფციასთან. აღნიშნული საკითხი კი შესასწავლად პროკურატურას უნდა გადაეცეს.

 „როდესაც ყველა დიდ პროექტს ასრულებენ საქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანიები, ღებულობენ დიდძალ ფულს, ფულს ასე ვთქვათ, პირადი ჯიბისთვის და პარტიული ყულაბისთვის; როდესაც ეს ფული გამოიყენება შეღავათიანი ტენდერების გამო საარჩევნო კამპანიაში და უფრო მეტიც, როდესაც 4.6 მილიონი ლარით დაგვაჯარიმეს ჩვენ, ჩვენმა საერთაშორისო საფინანსო კომპანიებმა იმის გამო, რომ არ ავითვისეთ ეს სესხი, ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი ეს სქემა აწყობილია კორუფციაზე და პირად ინტერესებზე. უნდა გადაეცეს საკითხი შესასწავლად პროკურატურას," - განაცხადა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics