23:34 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-24 10:52:47, 483 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს მაშველებმა და მესაზღვრეებმა თუშეთიდან 620 ტურისტი უვნებლად ჩამოიყვანეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს  მაშველებმა და მესაზღვრეებმა თუშეთიდან 620 ტურისტი უვნებლად ჩამოიყვანეს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის დავალებით, 23 აგვისტოს გამთენიისას დაიწყო სამაშველო ღონისძიება ომალოში ჩარჩენილი ტურისტების დასახმარებლად. სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი.
სამაშველო ოპერაციას უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მღებრიშვილი და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი.
უწყების ცნობით, თუშეთის სხვადასხვა სოფლებიდან ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ომალოში ჩამოყვანა სასაზღვრო პოლიციის ავტომანქანებით განხორციელდა. მაშველებმა და მესაზღვრეებმა ვერტმფრენით ომალოდან 620 ადამიანი ახმეტის რაიონის სოფელ ფშაველში ჩამოიყვანეს, საიდანაც ისინი მაშველებმა და პოლიციელებმა ავტომობილებით თელავის რაიონში გადაიყვანეს.
სასაზღვრო პოლიციის მეხუთე სამმართველოს (ლაგოდეხი) მეშვიდე სასაზღვრო სექტორის (ომალო) თანამშრომლებმა ტურისტები და ადგილობრივი მოსახლეობა საკვებით მოამარაგეს.
20 აგვისტოს, ახმეტის რაიონში, ომალო-ლეჩურის გზაზე, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, ალვანი-ომალოს მონაკვეთზე გზის სავალი ნაწილი ჩაიხერგა, რის გამოც იქ მყოფი ქართველი და უცხოელი ტურისტები ვეღარ ახერხებდნენ ომალოდან დაბრუნებას.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics