21:21 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-25 17:48:26, 1416 ნახვა

კომენტარი
ადვოკატი - თუ ბასილაშვილის კარიერას დისკომფორტი შეექმნა ერთადერთი, ვისკენაც შეუძლია ხელი გაიშვიროს, არის საკუთარი თავი

„ვწუხვართ, მაგრამ თუ მის კარიერას, თუ მის დღევანდელ მდგომარეობას რაიმე დისკომფორტი შეექმნა ერთადერთი ვისკენაც მას ხელი შეუძლია გაიშვიროს არის საკუთარი თავი“, - ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის ადვოკატმა, ანა აბაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ კარიერაში წარმატებულმა ადამიანმა ვინმეზე იძალადა, მისი წარმატებულობის გამო ამაზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ.

„ნიკოლოზ ბასილაშივლი ნამდვილად არის სპორტულ სამყაროში ბევრი ადამიანისთვის დასაფასებელი ადამიანი, მაგრამ ეს არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ წარმატებული ადამიანი კონკრეტულ სფეროში, ან კონკრეტული მიმართულებით უნდა ძალადობდეს ვინმეზე და მარტო იმის გამო, რომ უდავოდ წარმატებული ადამიანია, ჩვენ უნდა გავჩუმდეთ, ეს დაუშვებელია. ეს არ ნიშნავს არც სამართლებრივ სახელმწიფოს და არც განვითარებულ საზოგადოებას, რომელიც ხშირად მოუწოდებს ქალს, რომ მოითმინოს ძალადობა მარტო იმიტომ, რომ ადამიანი, რომელზეც ვსაუბრობთ, წარმატებულია და სახელმწიფოს წარმოადგენს.

ვწუხვართ, მაგრამ თუ მის კარიერას, თუ მის დღევანდელ მდგომარეობას რაიმე დისკომფორტი შეექმნა ერთადერთი ვისკენაც მას ხელი შეუძლია გაიშვიროს არის საკუთარი თავი", - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ედება ბრალი.

 





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics