21:21 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-25 14:24:23, 1205 ნახვა

კომენტარი
ოხანაშვილი - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში პირდაპირ წერია, რომ სწორედ სახელმწიფომ მოკლა „ციხის ბუნტის“ დროს პატიმრები

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში პირდაპირ წერია, რომ სწორედ სახელმწიფომ მოკლა „ციხის ბუნტის“ დროს პატიმრები", - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებას აინტერესებს მაშინდელი ხელისუფლების მორალური პასუხისმგებლობა, მათი მორალური სახე, რა დამოკიდებულება აქვთ ამ საკითხისადმი.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში პირდაპირ წერია, რომ  სწორედ სახელმწიფომ მოკლა "ციხის ბუნტის" დროს  პატიმრები. საზოგადოებას აინტერესებს მაშინდელი ხელისუფლების მორალური პასუხისმგებლობა, მათი მორალური სახე, რა დამოკიდებულება აქვთ ამ საკითხისადმი. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ კვირაში, პლენარულ სხდომაზე ვიხილავთ მათ არაადეკვატურ, უპასუხისმგებლო, ცინიკურ განცხადებებს და დამოკიდებულებას. ვფიქრობ, ჩვენ გვექნება პოლიტიკური დებატების შესაძლებლობა და მოვთხოვთ პასუხს იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს", - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics