|
2020-05-25 14:12:33, 1475 ნახვა
სამართალი
კილაძე - სარჩელების რაოდენობით, ერთ სულ მოსახლეზე, ევროპის ბევრ განვითარებულ ქვეყანასთან შედარებით დაბალი მაჩვენებელი გვაქვს
„ჩვენ გვაქვს ევროპის ბევრ განვითარებულ ქვეყანასთან შედარებით დაბალი მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე სარჩელების რაოდენობით და ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად კარგი ინდიკატორია იმისა, რომ იმ რეფორმებმა, რაც 2012 წლიდან დავიწყეთ, კარგი შედეგი მოგვცა“,- ასე აფასებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინების აღსრულების შესახებ 2019 წლის ანგარიშს. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კიდევ ბევრს გააკეთებს იმისთვის, რომ არსებული ვითარება მომავალშიც გაუმჯობესდეს. „ის სტატისტიკა, რომელიც თქვენ მოიტანეთ და რომელიც არის ფაქტი, ამ ფაქტს ვერც ჩვენი ოპონენტები წაუვლენ ვერსად, ვერც მათი მხარდამჭერები. საზოგადოებამ ყველაზე კარგად იცის, მან ყველაზე კარგად იწვნია თავის თავზე რეჟიმი, რომელიც ადამიანის ღირსებას ფეხქვეშ თელავდა და ამით მგონი, ყველაფერია ნათქვამი",- განაცხადა სოფო კილაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამის მიუხედავად, მმართველ გუნდს არ აქვს თვითკმაყოფილების უფლება, რადგან ადამიანის უფლებათა სფერო ის მიმართულებაა, რომელსაც მუდმივი მუშაობა სჭირდება. „ადამიანის უფლებების სფერო ისეთი სფეროა, სადაც გამუდმებით, 24 საათის მანძილზე უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ იდეალურ შემთხვევაში, არცერთი სარჩელი არ წავიდეს ქვეყნიდან არა იმიტომ, რომ ვთქვათ, ვინმეს შეეშინდეს სარჩელის შეტანა, არამედ იმიტომ, რომ რეალურად, საფუძველი არ ჰქონდეს ადამიანებს რომ ეს წავიდეს. მესმის, რომ ეს იდეალური ვარიანტია და ასეთი ქვეყანა დღესდღეობით არ არსებობს, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რომ ამ იდეალისკენ მივისწრაფოდეთ, რომ არცერთი ადამიანი არ იყოს დაჩაგრული ამ ქვეყანაში და ყველა ადამიანს ჰქონდეს განვითარების თანაბარი შანსები. მგონია, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლება კიდევ ბევრს გააკეთებს იმისთვის მომავალშიც, რომ ჩვენ ასეთი სიტუაციასთან ბოლომდე თუ არა, მიახლოებულები მაინც ვიყოთ“,- განაცხადა კილაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)