23:33 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-23 11:02:23, 534 ნახვა

საზოგადოება
დღეს რამდენიმე ავტობუსი განსხვავებული მარშრუტით იმოძრავებს

23 აგვისტოს 11:00 საათიდან საღამომდე მერაბ კოსტავას ქუჩაზე (სააკაძის მოედნიდან - სპორტის სასახლემდე) გაიმართება საქართველოს დრიფტის ჩემპიონატის მე-3 ეტაპი, რაც გამოიწვევს აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვას. შესაბამისად, შეიცვლება მერაბ კოსტავას ქუჩაზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტები.

კერძოდ, თბილისის მერიის ინფორმაციით, მარშრუტი № 14, 29, 49, 51, 91, 92 და 150 იმოძრავებს შემოვლითი გზით: სააკაძის დაღმართი - მარჯვენა სანაპირო - თამარ მეფის გამზირი - გმირთა მოედანი. უკუმიმართულებით მოძრაობა განხორციელდება შემდეგნაირად: მერაბ კოსტავას ქ. - პეკინის ქ. - ვახტანგ ჭაბუკიანი ქ. - სააკაძის მოედანი (№ 92 და 150 მარშრუტი პეკინის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს ვაჟა-ფშაველას გამზირზე). 

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს უხდის მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics