15:12 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-24 14:16:37, 1554 ნახვა

სამართალი
პროკურორი - ნიკოლოზ ბასილაშვილის მამას შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი

თბილისის საქალაო სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილს გირაოდ 100 ათასი ლარი შეუფარდა, - ამის შესახებ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის პროკურორმა, ნათია გურულმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სპორტსმენს გიორაოს გადახდისთვის 30-დღიანი ვადა მიეცა და წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას სწორედ თანხის გადახდის შემდეგ შეძლებს.

„სასამართლომ გაიზიარა ნაწილობრივ ბრალდების მხარის მოთხოვნა და ნიკოლოზ ბასილაშვილს შეუფარდა აღკვეთის ღონისძიება, თუმცა სასამართლო არ დაგვეთანხმა იმ გარემოებაში, რომ არსებობდა მაღალი რისკები ჩადენილიყო ახალი დანაშაული, ასევე განადგურებულიყო მტკიცებულება, ან მომხდარიყო ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმალვა. თუმცა, ეს არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს გაგებული ისე, რომ სასამართლომ ჩათვალა, რომ მტკიცებულებები არ არსებობდა

ფაქტს რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მამას შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი ვადასტურებ, თუმცა ფიზიკურად ძალადობის შესახებ თავად დაზარალებულიც არ მიუთითებს ამ ეტაპზე, შესაბამისად ბრალდება წარდგენილია მხოლოდ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ. გამოძიება გრძელდება. მიმდინარე წლის 16 ივლისს ჩაინიშნა წინასაასამრთლო სხდომა და ბრალდების მხარე ამ დრომდე მოიპოვებს ყველა მტკიცებულებას და წარადგენს მას“, - განაცხადა ნათია გურულმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბასილაშვილის მიმართ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, ქ.თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნ.ბ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ სარჯველაძე - ბავშვს უშველის მხოლოდ წამალი, სწორი და რეალური წამალი
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის პირობები გაამკაცრა
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics