16:32 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-23 00:26:36, 1489 ნახვა

საზოგადოება
საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გაუქმდა

საქართველოში ღამის 12:00 საათიდან საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გაუქმდა. - მოქალაქეებისთვის დასაშვებია ფეხით და ავტომობილით გადაადგილება.

პრემიერ-მინისტრის პრესსპიერმა და ირაკლი ჩიქოვანმა დღეს, საგანგებო ბრიფინგზე კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რა შეზღუდვები დარჩება ქვეყანაში ძალაში.

"დღეს 23 საათიდან საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა. საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონში ცვლილებები, რომლის შესაბამისად, დარეგულირდება ყველა შეზღუდვა, რომელიც იმოქმედებს 15 ივლისამდე. დღეიდან, საჯარო სივრცეებში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება. საკარანტინო რეჟმი გაუქმებულია ბოლნისში, თუმცა რჩება სოფლებშ- მუშევანსა და გეტაში. ასევე, თეთრაწყაროს მუნიციპალიტეტში. 

ამასთან, უქმდება სამკაციანი შეზღუდვა, თუმცა ეს არ შეეხება ტაქსებს. უქმდება შეზღუდვა სახლიდან გასვლის შესახებ 70 და მეტი ასაკის ადამიანებისთვის. თუმცა, რეკომენდაციაა ისინი უკიდურესი აუცილებლობის გარდა არ გავიდნენ სახლიდან.

23 მაისის შემდეგ, ძალაშია - რესტორანში, ბარებში და კაფეებში ადგილზე მომსახურება. შეზღუდულია სასტუმროების მომსახურება, გარდა საკარანტინო სივრცეებისა.  ტანსაცმელის, ფეხსაცმელის მაღაზიებისა  და მოლების ფუნქციონირება. სპორტული და კულტურული ობიექტების ფუნქციონირება. სახელმწიფო სერვისები კვლავაც დისტანციურად განხორციელდება.

ამ ეტაპზე, შეზღუდვები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შენარჩუნდება. რაც შეეხება  შეზღყდვების ეტაპობრივ მოხსნას ამაზე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებებს ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად,"- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს - აღმოაჩინეთ საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები
სი ძინპინმა კვლავ უარი თქვა პუტინს რუსული გაზის ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
გერმანიის ელჩი: საქართველო ევროპული ინტეგრაციის საპირისპირო მიმართულებით მიდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics