|
2020-05-22 12:41:02, 1197 ნახვა
საზოგადოება
ტიკარაძე - პირველ რიგში დგას იმ მაღაზიების ამუშავება, რომლებსაც ქუჩიდან აქვთ შესასვლელები და შემდგომ, რომლებიც მოლებში მუშაობენ
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიების წარმომადგენლებთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისი თქმით, ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანი სოციალური დისტანციის დაცვა იქნება. „კვლავ რჩება მნიშვნელოვანი, რომ უნდა იყოს დაცული სოციალური დისტანცირება. ჩვენ ყველა მაღაზიის წარმომადგენლებთან ვმუშაობთ. პირველ რიგში, ჩვენ გვყავს დაყენებული მაღაზიები, რომლებსაც აქვთ მხოლოდ ქუჩის მხრიდან შესასვლელები და უკვე შემდგომ ის მაღაზიები, რომლებიც მუშაობენ მოლებში, მათთან ინტენსიური კომუნიკაცია და შეხვედრები მიმდინარეობს როგორც ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან, ასევე ჩართულია ინტენსიური და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი. ასევე ვმუშაობთ იმ მონიტორინგის სამსახურის ამუშავებაზე, როდესაც დადგენილი წესების გაკონტროლება მოხდება უკვე შრომითი ინსპექციის მხრიდან“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)