2020-05-22 10:46:33, 1188 ნახვა
საზოგადოება
მიგრაციის დეპარტამენტმა დროებითი განთავსების ცენტრში ამანათების მიღებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა დროებითი განთავსების ცენტრში ამანათების მიღებაზე COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო დაწესებული შეზღუდვა დღეიდან მოხსნა.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მყოფი პირები, კანონით განსაზღვრული წესის შესაბამისად, ამანათების მიღებას კვლავ შეუფერხებლად შეძლებენ.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),