2020-05-21 12:41:08, 882 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის სამუშაოები მიმდინარეობს
საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, გლდანის რაიონში გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოების ფარგლებში, გამწვანებული ტერიტორიები ითიბება, მცენარეები სარეველებისაგან სუფთავდება, ისხვლება ბუჩქები .
რაიონის მასშტაბით რეკრეაციულ ზონებში ბალახი რამდენჯერმე გაითიბება. გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 112 999 ლარია გათვალისწინებული.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),