|
2020-05-20 19:40:36, 1435 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ უნგრეთის ელჩთან ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოში უნგრეთის ელჩთან ვიქტორია ჰორვატთან ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზე, ასევე თანამშრომლობაზე ტურისტულ სფეროში უსაფრთხო სტანდარტების დანერგვისა და ორმხრივი მწვანე დერეფნის ჩამოყალიბების მიმართულებით. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი. შეხვედრაზე ნათია თურნავამ უნგრეთის ელჩს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მიერ კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული წარმატებული ქმედებების შესახებ, რომელიც ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, უფრო სწრაფად დაუბრუნდეს აქტიურ ტურისტულ ცხოვრებას. მისი თქმით, საქართველომ ჯანდაცვისა და ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციებთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად მოამზადა გაიდლაინები ტურისტული სექტორისთვის, რომელიც უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. მინისტრის განცხადებით, მათი დაცვა კიდევ ერთხელ განამტკიცებს საქართველოს, როგორც უსაფრთხო ტურისტული მიმართულების იმიჯს მსოფლიოში. უნგრეთის ელჩი დაინტერესდა იმ ნაბიჯებით, რომელიც საქართველომ გადადგა ტურისტულ სექტორში პანდემიის გავრცელების პრევენციის მიმართულებით და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მალე აღდგება ტურისტული ნაკადები. „საქართველო ძალიან კარგად უმკლავდება კორონავირუსის პანდემიის გამოწვევებს. ჩვენ დადებითად ვაფასებთ საქართველოს მთავრობის ინიციატივებს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ვირუსის გავრცელების დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნება. ჩვენ ასევე მივესალმებით უსაფრთხო დერეფნის შექმნის იდეას. მოხარული ვართ, რომ მონაწილეობას ვიღებთ ამ მოლაპარაკებებში და ვიქნებით ერთ-ერთი პირველები იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც თქვენს მშვენიერ ქვეყანაში გამოგზავნიან ბიზნესებსა და ტურისტებს“, - განაცხადა უნგრეთის ელჩმა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ინვესტიციებისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხი, რაც ორმხრივ ეკონომიკურ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)