23:51 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-20 17:37:36, 1305 ნახვა

პოლიტიკა
კობერიძე კილაძეს - ნამუსი შენსკენ მოიკითხე და ცოტა ტონს დაუწიე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ხარ

ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზრუდვების შენარჩუნების შესახებ მთავრობის ახალ კანონპროექტს განიხილავენ, დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფი კილაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

დეპუტატებს შორის დაპირისპირების მიზეზი სოფიო კილაძის ფრაზა გახდა, რომელმაც  ლევან კობერიძეს ასე მიმართა: „ნამუსი არ გაქვს“.

რაზეც კობერიძემ უპასუხა: „ნამუსი არ გაქვს“, რა მიმართვაა? მგონი შეურაცხყოფა შენთვის არ მომიყენებია, ნამუსი შენსკენ მოიკითხე, რას ნიშნავს, ნამუსი არ მაქვს. ცოტა დაუწიე ტონს! ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ხარ და ადამიანს შეურაცხყოფას ასე ადვილად ნუ აყენებ“, - მიმართა კილაძეს კობერიძემ.

სოფო კილაძემ ლევან კობერიძეს მიმართა, რომ მას სკანდალის მოწყობა სურს.

„სკანდალი გინდა ეტყობა და მიკროფონი ჩართე, რომ კოლეგისთვის შეურაცხყოფა მიგეყენებინა. ყოველ დღე აქ ვარ და შენგან განსხვავებით, საქმესაც ვაკეთებ“, - მიმართა კილაძემ კობერიძეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics