|
2020-05-20 15:32:39, 1137 ნახვა
პოლიტიკა
ჩუგოშვილი - ძალიან ბევრი დაგროვდა ისეთი გამონათქვამები, რომლებიც ძალიან მოკლე დროში გაირკვა, რომ იყო ტყუილი
„ძალიან ბევრი დაგროვდა ისეთი გამონათქვამები, რომლებიც ძალიან მოკლე დროში გაირკვა, რომ იყო ტყუილი“, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ისეთივე სიმართლე იყო ის ფაქტი, რომ ტელევიზორებიდან გაიგეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ, როგორც ის, რომ 14 ნოემბერს თავისით მოხდა ჩავარდნა და მაჟორიტარების ამბოხებამ ჩააგდო ცვლილებები. „ძალიან ბევრი დაგროვდა უკვე ისეთი გამონათქვამები, რომლებიც ძალიან მოკლე დროში გაირკვა, რომ იყო ტყუილი. დაწყებული როგორი სიმართლეც იყოს ის, რომ 14 ნოემბერს თავისით მოხდა ის ჩავარდნა და მაჟორიტარების ამბოხებამ ჩააგდო ეს ცვლილებები. როგორი სიმართლეც იყო ის, რომ 8 მარტის შეთანხმებაში არ შედიოდა ორი ნაწილი და არ შედიო საერთოდ სისხლის სამართლის საქმეები. ასეთივე სიმართლე იყო ეს კონკრეტული ამბავიც, რომ ტელევიზორებიდან გაიგეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ის, რომ პრეზიდენტი ამ ორ პირს იწყალებდა“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)