2020-05-19 20:16:36, 16685 ნახვა
ომი უკრაინაში
ბოლნისში, სოფელ მუშევანში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლნისში, სოფელ მუშევანში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
არსებული ინფორმაციით, გუშინ ლაბორატორიაში 145 პირის საკვლევი მასალა გადააგზავნეს, აქედან 130 სოფელ მუშევანიდან, 15 კი ბოლნისიდან. კვლევის შედეგად 5 ინფიცირების ფაქტი მხოლოდ მუშევანში გამოვლინდა.
ამ დროისთვის, ბოლნისში 156 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 66 გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან