00:30 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-21 13:35:22, 703 ნახვა

ეკონომიკა
თოიძის სახელობის სამხატვრო ცენტრის შენობა აუქციონზე გასაყიდად გავიდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ თბილისში, ჭონქაძის ქუჩა 21-ში მდებარე უძრავი ქონება, თოიძის სახელობის სამხატვრო სწავლების ცენტრის შენობა აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა.

როგორც სააგენტოს გაყიდვების სამსახურის უფროსმა, სოფიო ჭელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 20 აგვისტოს გამოცხადდა ელექტრონული აუქციონი ჭონქაძის ქუჩა N 21-ში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 3841 კვ.მ. არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული 4549,03 კვ.მ. შენობა-ნაგებობების  პრივატიზების მიზნით. ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულება შეადგენს  8 200 000 ლარს.

მისი თქმით, აღნიშნული ქონება განთავსებულია თბილისის ერთ–ერთ უძველეს ისტორიულ და ტურისტულად დატვირთულ ნაწილში. ობიექტიდან 600მ-ის მანძილზე მდებარეობს თავისუფლების მოედანი, ხოლო 700 მ-ის დაშორებით განთავსებულია საქართველოს პარლამენტი.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ობიექტის მახლობლად არსებული სამთო საბაგირო რკინიგზა თვეში საშუალოდ 20 000-მდე ტურისტის მთაწმინდის პარკში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, რაც ობიექტის მიმდებარე ტერიტორიას ტურისტულად აქტიურს ხდის. საპრივატიზებო ობიექტი მდებარეობს საცხოვრებელ ზონა5-ში, განაშენიანების  კოეფიციენტებიაK1-0,5; K2-2,1; K3-0,1.

„დედაქალაქის ცენტრალურ ისტორიულ ნაწილში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ნაკვეთი  ხელსაყრელია როგორც დეველოპერული მიზნებისთვის, ასევე  სასტუმრო კომპლექსის  ინფრასტრუქტურის  მოსაწყობად. საპრივატიზებო ობიექტის საინვესტიციო პოტენციალიდან გამომდინარე,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახდენს დაინტერესებულ  პირთა  ინფორმირებას  და  მოუწოდებს  მათ  მაქსიმალური  აქტიურობისკენ. ელექტრონული აუქციონი დასრულდება18 სექტემბერს 17:00 საათზე“, - განაცხადა სოფიო ჭელიძემ.

სახელმწიფო ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს, ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics