18:17 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-18 23:23:34, 1208 ნახვა

საზოგადოება
სააღსრულებო სერვისების მიღება იუსტიციის სახლებში კვლავ შესაძლებელია

18 მაისიდან აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისები იუსტიციის სახლებში  ხელმისაწვდომი იქნება წინასწარი დაჯავშნის პრინციპით. მოქალაქეებს, აღსრულების ეროვნული ბიუროში  დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით გაგზავნის პარალელურად, შესაძლებლობა ექნებათ, განცხადებები და დოკუმენტები იუსტიციის სახლში, მატერიალური ფორმით წარადგინონ.

მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ იუსტიციის სახლში აღსრულების ბიუროს სერვისის მიღება მხოლოდ ვიზიტის წინასწარ დაჯავშნის შემთხვევაშია შესაძლებელი. 

სერვისის მისაღებად პირმა პორტალზე my.gov.ge: 

 უნდა აირჩიოს იუსტიციის სახლში ვიზიტის დაჯავშნა;

 საკონტაქტო ინფორმაციის შევსების შემდეგ, მომსახურების ტიპში უნდა მიუთითოს აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებზე განცხადებების მიღება; 

 კალენდარში მონიშნოს იუსტიციის სახლის ფილიალში ვიზიტის თარიღი, რის შემდეგაც მიუვა მოკლე ტექსტური შეტყობინება, სადაც აღნიშნული იქნება ვიზიტის თარიღი, ადგილი და დრო; ასევე, მომსახურების ერთჯერადი კოდი, რომელიც იუსტიციის სახლში მისულმა მომხმარებელმა მომსახურების მიღებამდე უნდა წარადგინოს.

იუსტიციის სახლში ვიზიტისთვის აუცილებელია, რომ მომხმარებელს ეკეთოს პირბადე; ფილიალებში არ დაიშვებიან ბავშვები და მომხმარებლის თანხმლები პირები.

ამავდროულად, აღსრულების ეროვნული ბიურო კვლავ განაგრძობს სერვისების გაცემასა და სააღსრულებო წარმოების დაწყებას ელექტრონული ფორმით მიღებული დოკუმენტაციის საშუალებით. დოკუმენტაციის ასლების რეგისტრაცია ხდება ელექტრონული ფოსტის info@nbe.gov.ge ან მოქალაქეთა პორტალის my.gov.ge საშუალებით.  დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით რეგისტრაციის შემთხვევაში,  კრედიტორი ვალდებულია დოკუმენტაციის დედნები წარმოადგინოს  მდგომარეობის გაუქმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში. 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 032 2 749 649





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ დღეში ჰორმუზის სრუტე 26-მა გემმა გადაკვეთა
უკრაინამ და ევროკავშირმა €8.35 მილიარდის დახმარების პაკეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს
ევროკავშირმა და ევროპარლამენტმა აშშ-სთან სავაჭრო ტარიფებზე შეთანხმებას მიაღწიეს
BOG-ის ინიციატივები ფინანსური განათლების მხარდასაჭერად - I კვარტლის შეჯამება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics