|
2015-08-21 11:59:59, 630 ნახვა
საზოგადოება
23 აგვისტოს თბილისში რამდენიმე ავტობუსი განსხვავებული მარშრუტით იმოძრავებს
23 აგვისტოს 11:00 საათიდან საღამომდე მერაბ კოსტავას ქუჩაზე (სააკაძის მოედნიდან - სპორტის სასახლემდე) გაიმართება საქართველოს დრიფტის ჩემპიონატის მე-3 ეტაპი, რაც გამოიწვევს აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვას. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, შესაბამისად, შეიცვლება მერაბ კოსტავას ქუჩაზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტები. კერძოდ, მარშრუტი № 14, 29, 49, 51, 91, 92 და 150 იმოძრავებს შემოვლითი გზით: სააკაძის დაღმართი - მარჯვენა სანაპირო - თამარ მეფის გამზირი - გმირთა მოედანი. უკუმიმართულებით მოძრაობა განხორციელდება შემდეგნაირად: მერაბ კოსტავას ქ. - პეკინის ქ. - ვახტანგ ჭაბუკიანი ქ. - სააკაძის მოედანი (№ 92 და 150 მარშრუტი პეკინის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს ვაჟა-ფშაველას გამზირზე). თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს უხდის მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)