23:34 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-21 10:32:03, 484 ნახვა

საზოგადოება
რადიო „აფხაზეთის ხმას“ ვალდებულებების შესასრულებლად ერთთვიანი ვადა მიეცა

რადიო "აფხაზეთის ხმას" ვალდებულებების შესასრულებლად ერთთვიანი ვადა მიეცა.

როგორც რადიო „აფხაზეთის ხმის“ რადიოგადამცემი აპარატურისთვის  მომსახურების შეჩერებასთან დაკავშირებით „საქართველოს ტელერადიოცენტრში“ განმარტავენ,  ექსპლუატაციის შეჩერება მოხდა რადიოკომპანიის მხრიდან დავალიანების გადაუხდელობისა და ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო.

"გვსურს მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ მედიის შეუფერხებელი საქმიანობის ხელშეწყობა. სამწუხაროდ, უკვე ვხედავთ ამ კუთხით სპეკულაციების მცდელობას და ამიტომაც კიდევ ერთხელ განვმარტავთ: სატელევიზიო ანძებზე განთავსებულ რადიო "აფხაზეთის ხმის" გადამცემ აპარატურას ჩვენს მიერ ოპერატიული მომსახურება შეუჩერდა იმ მრავალათასიანი დავალიანების გამო, რომელიც მას გააჩნია სახელმწიფო კომპანიის წინაშე", - განაცხადა "საქართველოს ტელერადიოცენტრის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ანანო ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, მიუხედავად "საქართველოს ტელერადიოცენტრის" მიერ განხორციელებული ხელშემწყობი ღონისძიებებისა და შემდგომ არაერთგზის გაფრთხილებისა, რადიოს ხელმძღვანელობამ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც "საქართველოს ტელერადიოცენტრი", როგორც სახელმწიფო კომპანია, ვალდებული იყო კანონით გათვალისწინებული ქმედებები განეხორციელებინა. ანანო ჩიქოვანის განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება ასევე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს რადიოკომპანიის ხელმძღვანელობამ თხოვნით მიმართა "საქართველოს ტელერადიოცენტრს" დავალიანების სექტემბრის ბოლომდე გადავადების შესახებ.

"სწორედ იმიტომ, რომ "საქართველოს ტელერადიოცენტრის" კანონიერი ქმედება არ გახდეს პოლიტიკური სპეკულაციების თემა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ რადიო "აფხაზეთის ხმას" ერთი თვის ვადით განუახლდეს მომსახურება იმ პირობით, რომ მათ ამ ვადაში აუცილებლად უნდა შეასრულონ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ თუ კომპანიამ ამ ვადაშიც არ შეასრულა აღნიშნული ვალდებულებები, მათ კანონის სრული დაცვით, დაუყონებლივ შეუჩერდებათ მომსახურება დავალიანების სრულად დაფარვამდე", - აღნიშნა ანანო ჩიქოვანმა.

ამასთან, „საქართველოს ტელერადიოცენტრმა“ მიმდინარე წლის 19 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია:

„მიმდინარე წლის 25 მარტს შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრსა“  და ა(ა)იპ მედია ცენტრ „ღია აფხაზეთისათვის“ (რადიო „აფხაზეთის ხმა“)  შორის გაფორმდა შეთანხმება დავალიანების - 61226,46 (სამოცდაერთი ათას ორას ოცდაექვსი ლარი და ორმოცდაექვსი თეთრი) განწილვადებით ცხრა თვის ვადაში, კერძოდ,   2016 წლის 1 იანვრამდე სრულად დაფარვის შესახებ.

შეთანხმების თანახმად, 2015 წლის აგვისტომდე გადახდილი უნდა ყოფილიყო 27211,76 ლარი, თუმცა გადახდილია  მხოლოდ 17720 ლარი. აქვე  უნდა აღინიშნოს, რომ გადახდები ხდებოდა პერიოდულად და არა ყოველთვიურად, როგორც შეთანხმებით იყო განსაზღვრული. უნდა აღინიშნოს ისიც,  რომ ხსენებული 17720 ლარიდან 9920 ლარი გადახდილი იქნა აგვისტოში. გარდა ამისა,  ასევე დარღვეულია მხარეთა შორის 2010 წლის 2 მარტს გაფორმებული და დღემდე მოქმედი N57   ხელშეკრულებით მოვალის მიერ ნაკისრი ფინანსური ვალდებულება გაწეული მომსახურების საფასურის ყოველთვიურად გადახდის შესახებ. ამავე შეთანხმებით არის გათვალისწინებული, რომ რადიოს მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში „საქართველოს ტელერადიოცენტრი“ შეაჩერებდა მომსახურების გაწევას.

მიუხედავად „საქართველოს ტელერადიოცენტრის“  მიერ არაერთგზის გაგზავნილი საპრეტენზიო  წერილებისა (იხ. N09/134 11.02.2013წ;  N09/405 08.10.2013წ; N09/134 11.02.2015წ.  წერილები),  მოვალის მხრიდან მრავალჯერ დაირღვა ნაკისრი ფინანსური ვალდებულება და მის მიერ ხორციელდებოდა დაყენებული საკითხის სრული იგნორირება. ასევე სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენს მიერ სარჩელის აღძვრას. აქედან გამომდინარე,  ხელშეკრულების 7.3. პუნქტის საფუძველზე, სატელევიზიო ანძებზე განთავსებულ მედიაცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ რადიოგადამცემ აპარატურას შეუჩერდა ოპერატიული მომსახურება“, - ნათქვამია „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ მიერ 19 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics