03:06 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-17 21:13:04, 10462 ნახვა

სხვადასხვა
Emerging Europe: ბათუმი დაგარწმუნებთ, რომ აქ კორონავირუსი არასდროს ყოფილა

ბათუმი პირველი ივლისიდან ტურისტების მისაღებად ემზადება, - ამ სათაურით სტატიას Emerging Europe აქვეყნებს და წერს, რომ ზღვისპირა ქალაქი აპირებს, მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი მიმართულება იყოს, რომელიც საერთაშორისო ტურისტებისთვის გაიხსნება.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციებისა გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად მუშაობენ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის და გეგმავენ, საერთაშორისო ვიზიტორებს ივლისიდან უმასპინძლონ. პანდემიის მართვის გეგმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი - ტურიზმის სექტორის დახმარებას გულისხმობს. ეს გეგმა მოიცავს როგორც სუბსიდიას, ასევე შეღავათებს გადასახადებზე. ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე სასტუმრო კარანტინის ზონად იქცა და როდესაც საქართველოს მოქალაქეები ვირუსით დაზარალებული ქვეყნებიდან ბრუნდებიან, 14-დღიან სავალდებულო კარანტინს სწორედ აქ გაივლიან.

ზომები, რომელიც ქვეყანამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მიიღო, განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა. საქართველოს ვირუსისგან სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი აქვს და ახლა ინფიცირებულთა რაოდენობა მხოლოდ 270-ს შეადგენს.

15 მაისს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას არ გეგმავენ. საგანგებო რეჟიმი, მათ შორის საყოველთაო კარანტინი, რომელიც საღამოს 9 საათიდან დილის 6-მდე გადაადგილებას ზღუდავს, 22 მაისს უნდა მოიხსნას. ეს საშუალებას მისცემს საქართველოს, მწვანე შუქი აუნთოს შიდა ტურიზმს 15 ივნისიდან, ხოლო პირველი ივლისიდან საზღვრები გახსნას საერთაშორისო ტურისტებისთვის“, - წერს ავტორი, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის სიტყვებიც მოჰყავს.

„აქამდე ტრადიციულად გვიცნობდნენ როგორც სტუმართმოყვარე ქვეყანას. ახლა მსოფლიო გაგვიცნობს როგორც უსაფრთხო დანიშნულების ადგილად. ჩვენ გვინდა, რომ ეს უპირატესობა გამოვიყენოთ, რომელიც ქვეყანამ პანდემიასთან ბრძოლის პირობებში მოიპოვა“, - აცხადებს ნათია თურნავა.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველომ ახალი სლოგანი შეიმუშავა - უსაფრთხო მიმართულება.

ასევე წერს, რომ ქვეყანა მწვანე სივრცეებს ქმნის - მათ შორის აჭარის რეგიონში. აქვე მოჰყავს თორნიკე რიჟვაძის განცხადებაც, რომლის თანახმად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სოციალური დისტანციის დაცვის საკითხი პლაჟზე გაკონტროლდება.

„როდესაც ვიზიტორები ბათუმს სტუმრობენ და ტკბებიან სუბტროპიკული ზაფხულით სანაპიროზე, ეს ქალაქი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ მზე. შესანიშნავი ცათამბჯენები ეკონომიკის შთამბეჭდავი ზრდის მაჩვენებელია, რომელიც ქვეყანამ ბოლო წლებში განიცადა.

ბათუმში დღეების გატარებამ შესაძლოა, დაგარწმუნოთ, რომ კორონავირუსი არასდროს ყოფილა. წელს, ალბათ შეზღუდული იქნება თქვენი მიმართულებების არჩევანი, თუმცა საქართველო და შავი ზღვის სანაპირო ბიზნესისთვის ღიაა და აქ სტუმრობისთვის ახლა საუკეთესო დროა“, - წერს Emerging Europe.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics