2020-05-17 11:43:10, 1407 ნახვა
საზოგადოება
ქუჩის მხატვარმა, ჰომოფობია ახალი სტენსილით გააპროტესტა
ქუჩის მხატვარმა, გაგოშამ ჰომოფობია ახალი სტენსილით გააპროტესტა.
მან ლისის ტბის მიმდებარედ დახატა ცისარტყელა, რომელსაც ოჯახი ხერხით აზიანებს. ფოტოები არტისტმა თავად გაავრცელა და დაწერა: "ოჯახის სიწმინდის დღეს გილოცავთ ქართველებო".
17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.
დღევანდელი დღე აერთიანებს იმ საერთაშორისო ღონისძიებებს, რომლებიც ლგბტქ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება და გმობს ძალადობას.
ავტორი: ექსპრესნიუსი,