|
2015-08-20 16:22:58, 727 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების მაცხოვრებლებს წყალმომარაგება აღუდგინეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით ააიპ კეთილმოწყობის სამსახურმა რუხის ადმინისტრაციული ერთეულიდან, მდინარე ენგურის წყალსაცავიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების მაცხოვრებლებს წყალმომარაგება აღუდგინა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, მდინარე ენგურიდან საიდანაც რუხის, კახათის, შამგონისა და სოფელ ოქტომბერის მოსახლეობა მარაგდებოდა წყლის მიწოდება შეზღუდული იყო. მათივე ინფორმაციით, კეთილმოწყობის სამსახურის მიერ მოხდა წყლის ნაკადისთვის ხელოვნურად შექმნილი ბარიერის გახსნა და არხის გაფართოება. აღნიშნული სოფლის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის გამგეობას გვალვის შედეგად გამოწვეული წყლის სიმცირის აღმოსაფხვრელად დახმარებისთვის კოლექტიური განცხადებით მიმართეს. მდინარე ენგურის კალაპოტის გაფართოების შემდეგ მოსახლეობას წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)