20:17 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-15 11:22:50, 1939 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი“ კაპიტალმა განახლებული კვლევა წარადგინა თემაზე - COVID 19-ის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე

„თიბისი“ კაპიტალმა ხელმეორედ უმასპინძლა ონლაინ კონფერენციას ეკონომიკასა და  ბიზნეს სექტორებზე COVID 19-ის გავლენის შესაფასებლად. შეხვედრაზე, ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკროპარამეტრების პროგნოზები და ეკონომიკის აღდგენის  მოლოდინები განიხილეს. ასევე, ცალკეულ ბიზნესსექტორებთან დაკავშირებით 2020-2021 წლის პროგნოზები გაჟღერდა. 

„თიბისი“ კაპიტალის საბაზო სცენარით, 2020 წელს ეკონომიკის 4.5-5.5%-იანი კლებაა ნავარაუდევი. 2020 წლის მეორე კვარტლის მკვეთრი ვარდნის შემდგომ კი ეტაპობრივი აღდგენა და 2021 წელს 4-5%-ის ფარგლებში ზრდა არის მოსალოდნელი.  თიბისი კაპიტალი წლის განმავლობაში ტურიზმის შემოსავლების 65%-იან შემცირებას პროგნოზირებს, სექტორში აქტივობა მეორე კვარტლის შემდეგ დაიწყება და 2019 წლის დონის დაბრუნებას დაახლოებით 1.5 წელი დასჭირდება.

„მიმდინარე გამოწვევების პერიოდში, სირთულეების ერთიანი ძალისხმევით გადასალახად,  თიბისის გუნდი ვაგრძელებთ ჩვენს  პარტნიორებთან აქტიური დიალოგის რეჟიმში მუშაობას.

დღეს გაზიარებული ანალიზი და მიგნებები დამატებითი  ინსტრუმენტია კომპანიებისათვის არსებული მდგომარეობის შესაფასებლად, რაც ვფიქრობთ, რომ მათ მომდევნო თვეების ეფექტურად დაგეგმვაში დაეხმარება." - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

„თიბისი“ კაპიტალის მიერ წარდგენილი ანალიზი შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე:

 https://www.tbcresearch.ge/en/Research/Covid-19-impact-May-2020





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
გიორგი ქოჩორაშვილმა Instagram-ზე დიუშენის სინდრომის მქონე მოზარდისა და დედის ინტერვიუ გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics