2020-05-14 20:34:42, 1784 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირი დაშავდა
ბათუმში BMW-ს მარკის ავტომობილი 3 ავტომობილს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირი დაშავდა.
ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
ფაქტზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან