|
2020-05-14 14:28:21, 1740 ნახვა
კომენტარი
დავითაშვილი - ჩვენი სტრატეგიული მიმართულებები არ შეცვლილა - ჩვენ აქცენტი ყოველთვის გვქონდა ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაზე
ჩვენი სტრატეგიული მიმართულებები არ შეცვლილა - ჩვენ აქცენტი ყოველთვის გვქონდა ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაზე - ამის შესახებ, ლევან დავითაშილმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ როდესაც გვქონდა შეზღუდული მობილობა, მკაცრ საკარანტინო პირობებში ფერმერული საქმიანობა, დაშვებული იყო არა მხოლოდ საქართველოში, ფაქტობრივად, ყველა ქვეყანაში. „ჩვენი სტრატეგიული მიმართულებები არ შეცვლილა - ჩვენ აქცენტი ყოველთვის გვქონდა ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაზე. პროდუქტიულობის და კონკურენტუნარიანობის ზრდა, ეს არის ის მიმართულებები, რომლებიც ჩვენ დამტკიცებულ სტრატეგიებში გვაქვს და რომელსაც, სხვადასხვა სამოქმედო გეგმის მიხედვით, სამინისტრო ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით. ეს პროგრამები დაფინანსებულია ბიუჯეტიდან. დამატებითი დახმარების პაკეტი, რომლის პრეზენტაციაც რამდენიმე დღის წინ გვქონდა, უკავშირდება კრიზისს. არაერთხელ განგვიცხადებია და პრემიერმა დღესაც განაცხადა, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზი შესაძლებლობებად უნდა ვაქციოთ. ბევრი ჩვენი თანამოქალაქე მიუბრუნდა სოფელს და დაიწყო ფერმერული საქმიანობა იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკის სტრუქტურა გარკვეულწილად შეიცვალა. როდესაც ადამიანებს ჰქონდათ შეზღუდული სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობა, ობიექტური პირობებიდან გამომდინარე, როდესაც გვქონდა შეზღუდული მობილობა, მკაცრ საკარანტინო პირობებში ფერმერული საქმიანობა, დაშვებული იყო არა მხოლოდ საქართველოში, ფაქტობრივად, ყველა ქვეყანაში. ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ღია სივრცეში მუშაობა ნაკლები რისკის მომტანია, რაც, შესაბამისად, შესაძლებლობებს ქმნის ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვისაც მიწა აქვს ლეგალურად, რომ ფერმერული საქმიანობა განავითარონ. სწორედ ამიტომ, ჩვენ მათ ახალ შესაძლებლობებს ვაძლევთ. ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად ლოგიკურია და თანხვედრაშია იმ პოლიტიკასთან, რომელიც გვაქვს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ სტრატეგიული მიმართულებების მხარდაჭერას - ეს არის ფერმერების კონკურენტუნარიანობის ზრდა, მეტი კომერციალიზაცია, მეტი კოოპერაცია იმისთვის რომ ისინი იყვნენ კონკურენტუნარიანები და მდგრადები. რა თქმა უნდა, აქცენტი კვლავ გვაქვს მაღალი ღირებულების და საექსპორტო კულტურებზე. სამინისტროს არცერთ პროგრამაში კორექტირება არ გაუკეთებია ამ კუთხით. აქცენტი იქნება მეხილეობის იმ მიმართულებებზე, რომელსაც სახელმწიფო ბოლო წლებია ინტენსიურად აფინანსებს. უახლოეს ხანში, ეს იქნება მრავალმილიონიანი შემოსავალი, მათ შორის, საექსპორტო შემოსავალი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ყოველწლიურად დავინახავთ, თუ როგორი მზარდი იქნება შემოსავალი ახალგაშენებული, თანამედროვე, ინტენსიური ბაღებიდან, რომელსაც სახელმწიფო, თანადაფინანსების კუთხით, მხარს უჭერს. კრიზისი გადაივლის, რა თქმა უნდა, გაძლიერდება და რეცესიიდან გამოვა მსოფლიო ეკონომიკა და ამ მაღალი ღირებულების კულტურებზე მოთხოვნა დაბრუნდება. 2020 წლის პროგნოზი ასევე ძალიან კარგია თხილის კულტურაზე, რომელიც ჩვენი საექსპორტო პოტენციალის დიდ ნაწილს, აგროსასურსათო პროდუქტის, ფაქტობრივად, თითქმის მესამედს წარმოადგენს. ამ მიმართულების მხარდაჭერა წელსაც ძალიან მსხვილი პაკეტით არის გათვალისწინებული“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)