|
2020-05-14 09:44:02, 1617 ნახვა
სამართალი
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის დამზადება-გავრცელების და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ 10 პირთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის დამზადება-გავრცელების და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული 21 პირიდან 10-თან საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების განცხადებით, ბრალდებული პირები ჩადენილ დანაშაულს ინანიებენ, ბრალს აღიარებენ, ბრალდების მხარესთან თანამშრომლობენ და მათთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სურვილს გამოთქვამენ. „ორგანიზებული ჯგუფის მიერ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის დამზადება/გავრცელების და ტრეფიკინგის ბრალდებით 2019 წლის აგვისტოს და სექტემბერში დაკავებული იქნენ ამერიკის ერთი და საქართველოს რვა მოქალაქე (დაზარალებული ბავშვების მშობლები), ხოლო ერთი პირი დაკავებული იქნა დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე. ამავე საქმეზე 2019 წლის დეკემბერში დაკავებული იქნა საქართველოს თერთმეტი მოქალაქე, რომელთაგან ათი დაზარალებული ბავშვების მშობელია, ხოლო ერთი სკოლის მასწავლებელი. ბრალდებულების დაკავება განხორციელდა სასამართლოს მიერ გაცემული განჩინებების საფუძველზე. აღნიშნული საქმე, დაკავების თარიღებისა და პატიმრობის ვადების გათვალისწინებით სასამართლოში წარიმართა ორ სისხლის სამართლის საქმედ. ერთ-ერთ საქმეზე, რომელზეც ბრალდებულია აშშ-ს ერთი და საქართველოს ცხრა მოქალაქე, ბრალდებულები ინანიებენ და აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს, თანამშრომლობენ ბრალდების მხარესთან და სურთ მათთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება რეალურ სასჯელზე. საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, ამერიკის მოქალაქესთან მიმართებით საუბარია 10 წლით თავისუფლების აღკვეთაზე, ფულად ჯარიმაზე და ქონების ჩამორთმევაზე. რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებულებს, საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში საუბარია 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთაზე დანაშაულის როლის გათვალისწინებით, ასევე, დამატებით 5 წლამდე პირობით მსჯავრზე, ფულად ჯარიმებზე და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული უძრავ-მოძრავი ქონებების ჩამორთმევაზე. ასევე, აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული არც ერთი პირი წარსულში ნასამართლევი არ არის. შესაბამისად სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით მათთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. აქვე გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების განცხადებით პროკურატურისთვის მიმართვა ბრალდებულის უფლებაა და პროკურატურა გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და ყველა გარემოების მხედველობაში მიღებით“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)