20:35 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-14 09:36:02, 1247 ნახვა

საზოგადოება
დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დედაქალაქის ქუჩების  სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების პროცესი გრძელდება. გზის მორეცხვის სამუშაოები, ამჯერად, დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა.  მასშტაბური მორეცხვის სამუშაოები ჩატარდა მიხეილ წინამძღვრიშვილის, აბასთუმნისა და თევდორე მღვდლის ქუჩებზე.

მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელ რომეო მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო.

„ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ დაგეგმილ სადეზინფექციო სამუშაოებს მთელი ქალაქის მასშტაბით. დღეს  ეს სამუშაოები ტარდება კონკრეტულად  დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც არსებული ქუჩები სრულად იქნება დამუშავებული სადეზინფექციო ხსნარებით. ანალოგიური სამუშაოები მომდევნო თვეების განმავლობაშიც გაგრძელდება  და მთელი თბილისის მასშტაბით ჩატარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სადეზინფექციო სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ახორციელებენ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დედაქალაქის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება. შესაბამისი სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით, დაახლოებით, 70 ქუჩაზე ჩატარდება.

სპეციალური ხსნარით ირეცხება, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები და ველობილიკები. ღონისძიებების ფარგლებში, დეზინფექცია ასევე, უტარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებსა და ნაგავშემკრებ კონტეინერებს.

ადგილზე იმყოფებოდა დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
გიორგი ქოჩორაშვილმა Instagram-ზე დიუშენის სინდრომის მქონე მოზარდისა და დედის ინტერვიუ გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics