2015-08-20 10:55:20, 491 ნახვა
საზოგადოება
დიდუბე-ჩუღურეთისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონებში სახლის სარდაფები დაიტბორა
თბილისში წუხანდელ ძლიერ წვიმას სერიოზული ზარალი არ მოჰყოლია. თუმცა, უხვმა ნალექმა გარკვეული რაიონები მცირედით მაინც დააზარალა.
დიდუბე-ჩუღურეთისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონებში საცხოვრებელი სახლის სარდაფები დაიტბორა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა სახლებიდან და სარდაფებიდან წყალი უკვე ამოტუმბეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან