|
2015-08-20 10:27:20, 655 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი აშშ-ში მედიის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში საერთაშორისო და ადგილობრივი მედიის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. „ამერიკის შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტში“ საჯარო გამოსვლის შემდეგ თინათინ ხიდაშელმა BBC-ის ჟურნალისტის და „ამერიკის ხმის“ ქართველი კორესპონდენტის, ნანა საჯაიას შეკითხვებს უპასუხა. თავდაცვის მინისტრის აშშ-ში სამუშაო ვიზიტით დაინტერესდა „ამერიკის ხმის“ რუსული რედაქციაც. ჟურნალისტებს კითხვები, ძირითადად, აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების, საქართველო-რუსეთს შორის არსებული დიალოგისა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივების შესახებ ჰქონდათ. სამუშაო დღის დასასრულს თინათინ ხიდაშელი „ნიუ-იორკ თაიმსის“ ჟურნალისტებს შეხვდა. მინისტრთან ინტერვიუს გამოცემის მთავარი კორესპონდენტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ერიკ შმიდტი ორ კოლეგასთან ერთად უძღვებოდა. საუბრის მთავარი თემები რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და ქართულ-ამერიკული ორმხრივი ურთიერთობების მომავალი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)