2020-05-12 15:22:27, 1419 ნახვა
საზოგადოება
მეუფე გერასიმე - შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც სასულიერო პირების Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში ჩართვაზე იმსჯელებს
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე გერასიმეს განცხადებით, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც იმსჯელებს ჩაერთვებიან თუ არა სასულიერო პირები Covid-19-ის საწინააღმდეგო საყოველთაო ვაქცინაციაში.
მისი თქმით, კომისია სინოდის სხდომაზე წარადგენს ანალიზს, რის შემდეგაც სინოდი დასკვნას მიიღებს.
როგორც მეუფე გერასიმე აღნიშნავს, ის არამხოლოდ ვაქცინაციას, არამედ სასულიერო პირების მასობრივი ტესტირების წინააღმდეგიცაა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,