2020-05-12 14:14:53, 1143 ნახვა
საზოგადოება
თბილისში, მეტეხის ქუჩაზე მიტოვებულ შენობაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
თბილისში, მეტეხის ქუჩაზე მიტოვებულ შენობაში გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში 2 უსახლკარო ცხოვრობდა, რომელთაგან ერთ-ერთმა გარდაცვლილი აღმოაჩინა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მომხდარის მიზეზი და დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და სასწრაფო დამხარების ჯგუფი იმყოფება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,