00:47 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-12 12:17:57, 2518 ნახვა

მსოფლიო
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ინფიცირებულის აღმოჩენის გამო თეთრ სახლში დამცავი პირბადეების გარეშე შესვლა აიკრძალა

თითოეული, ვინც თეთრი სახლის ტერიტორიაზე შედის, ვალდებულია დამცავი ნიღაბი გაიკეთოს, ეს განკარგულება ორშაბათიდან შევიდა ძალაში, იმის მერე რაც ტრამპის საახლობლო წრეში გამოვლინდა ინფიცირებული და ორი კვირით კარანტინში მოათავსეს.

განკარგულება არ ეხება მხოლოდ ერთ ადამიანს - აშშ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, რომელმაც განაცხადა, რომ ფედერალებმა „შეძლეს გამოწვევის მიღება“ და საკმარისი რაოდენობის ტესტი გამოუშვეს.

თვითონ ტრამპი კი ყოველდღიურად აბარებს ანალიზს, ისევე როგორც ყველა ვინც მოხუცებულთა თავშესაფარში მუშაობს ან ცხოვრობს. სოციალურ-სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე რეზიდენტები, რომელთა რაოდენობა არა ნაკლებ მილიონს შეადგენს, პირველ რიგში მოწმდებიან.

ამ დროისთვის, ვირუსის მატარებლებისთვის ტესტებით 9 მილიონზე მეტ ამერიკის მოქალაქეს მოამარაგებენ.

„ტესტირების გაფართოებას მიზნით, ბრძანება უკვე გაცემულია, ადგილობრივ ხელისუფლებას კიდევ 1 მილიარდი დოლარი გადაეცემა. ჩვენ ეს გავაკეთეთ, თანხა უკვე მათ ანგარიშზეა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

თეთრი სახლი ფინანსური მხარდაჭეარ, კარანტინის ზომების მოხსნის სურვილია, რომელიც გუბერნატორებმა შემოიღეს თითოეულ შტატში განსხვავებული სიმკაცრით. ხოლო მათი მოხსნა მხოლოდ საკმარისი რაოდენობის ტესტების არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი, რომელიც აშშ-ს მოქალაქეებისთვის უფასო იქნება.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics